logo
ENG



არ გამოვრიცხავ, რომ მაკო გომური ბრალდებულადაც კი ცნონ - ზაალ უდუმაშვილი

07 ნოე 201914:26
3 წუთის საკითხავი
 
j36j61jwcx01hvr.jpg

„არ გამოვრიცხავ, რომ სულ მალე მაკო გომური ბრალდებულადაც კი ცნონ, თითქოს მან მიიტანა იერიში პოლიციაზე“, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი, ექსპერტიზის ფარგლებში, 20 ივნისის ღამეს დაზარალებული მაკო გომურისთვის თვალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

კერძოდ, როგორც გომური აცხადებს, მას დაურეკეს და ჰკითხეს, ხომ არ ჰქონდა დაზიანებული თვალი 20 ივნისამდე.   

„ხელისუფლება გასულია ამ ქვეყნის მომსახურების არეალიდან. ახლა მათი ფუნქცია, მარტო თვითგადარჩენის ინსტიქტია. 4 თვეა ვუყურებთ ამ ტრაგიკომედიას, რომელსაც ისინი ავითარებენ. ჯერ ის, რომ დარბევა კი არა შტურმი იყოო, ახლა კი მაკო გომურს ეკითხებიან თვალი იქამდე თუ გქონდა ჯანსაღიო. არ გამოვრიცხავ, რომ მალე ბრალიც კი წაუყენონ, თითქოს დაზარალებულებმა მიიტანეს შტურმი პოლიციელებზე“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

კომენტარისგან თავს იკავებს უმრავლესობის წევრი გურამ მაჭავარიანი და აცხადებს, რომ ის პოლიტიკოსია და გამოძიების დეტალებზე კომენტარს ვერ და არ გააკეთებს.

„მე ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, შემიძლია გავაკეთო კომენტარი ნებისმიერ საკითხზე, თუმცა რაც ეხება გამოძიებას, კონკრეტულ ნივთმთმტკიცებებს, ამაზე ვერაფერს გეტყვით და არც უნდა ვთქვა“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, რომ მაკო გომურმა, 20 ივნისის ღამის დარბევის შედეგად, თვალი დაკარგა. პროკურატურამ და სასამართლომ, ის და სხვა დაშავებულები დაზარალებულად არ ცნო. დაზარალებულად ცნობიალია 67 სამართალდამცველი და აქციის მხოლოდ 4 მონაწილე. 20-მდე პირს კი ბრალი აქვს წაყენებული.

პროკურატურა, თვალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ჩვეულებრივ პროცედურას უწოდებს.

 


close დახურვა