![არ ვიცი, ცოტა მოუმზადებელია - კობახიძე კითხვაზე, შეუერთდებიან თუ არა პრეზიდენტის აქციას](/uploads/news/ირაკლი_კობახიძე_954156.jpg)
არ ვიცი, ცოტა მოუმზადებელია სამწუხაროდ ეს ინიციატივა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით აქციის ორგანიზება ბევრ რამესთან არის დაკავშირებული. ეს აქცია რომ ჩავარდეს, იქნება ძალიან მძიმე, მათ შორის ცოტა ხალხი რომ მივიდეს ან ცუდად რომ იყოს ორგანიზებული ან არასწორი, ცუდი სურათი რომ შეიქმნას, ეს იქნება ძალიან ცუდი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავთვალოთ, გავიაზროთ და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას, ერთპიროვნულად გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, ანალიზი გვჭირდება ყველაფრის. აქცია როცა იგეგმება, ასეთ მნიშვნელოვან თემაზე, კარგად უნდა იყოს გააზრებული და ჩვენი გადაწყვეტილებაც იქნება სათანადოდ გააზრებული, ამიტომ დღეს გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა.