logo
ENG



არ ვიცი რატომ ემალება ხალხს-დევნილები ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ისევ ითხოვენ

16 ოქტ 201908:07
3 წუთის საკითხავი
 
0dc97vn0vum7z5u.png

ჯანდაცვის სამინისტროსთან დევნილების აქცია გრძელდება. ამჯერად, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები საპროტესტო აქციას პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად გამართავენ.

მათ მოთხოვნას - საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების შესახებ, ახალი ულტიმატუმიც დაემატა. აქციის მონაწილეები ახლა დევნილთა მინისტრისა და მისი მოადგილის გადადგომასაც ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი შიმშილობით იმუქრებიან.

სოციალური მომსახურეობის სააგენტოში  აცხადებენ, რომ დარჩენილი 273 ბინისათვის დარეგისტრირება უკვე დაიწყო და ის 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

„როგორ შეიძლება უწყებაში, სადაც თავად  მინისტრი იმყოფება, ამდენი ხანი გრძელდება აქცია, აქ შიმშილობაც კი იყო, მაგრამ  მინისტრი მაინც არ გამცოხადა. არ ვიცი რატომ ემალება თავსი ხალხს, მაგრამ სანამდე დაველოდოთ. ახალგაზრდები დაელოდებიან, მაგრამ ვის შუეძლია 90 წლის კაცს მისცეს გარანტია, რომ 10 წელი კიდევ დაელოდოს და ამსობაში მისცემენ საცხორვრებელ ფართს,“- განამარტავს აფხაზეთიდან დევნილი.

პარტია "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემთხვევაშიც აქციები არ შეწყდება. 

"ერთი თვე ხდება დღეს, რაც პროტესტი მიმდინაროებს. უკიდურეს ფორმას მიმართეს დვენილებამა. იყო შიშლობა, რომელიც ჯანმრთელობის მდოგმარეობის გაუარესების გამო შეწყდა. მინისტრი კი არ ჩამოდის.  ხვალაც რომ დაურიგონ ამ ადამიანებს ბინები, ჩვენი ბრძოლა მინისტრის გადაყენების შესახებ მაინც არ შეწყდება,“- აცხადებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის რეგიონალური ორგანზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელია.

შეგახსენებთ, დევნილების აქცია უკვე 30 დღეა რაც გრძდელება.

 

 

 


close დახურვა