logo
ENG



ასლან ბაჟანია სოხუმში რამდენიმე დღეში დაბრუნდება

06 მარ 202017:07
3 წუთის საკითხავი
 
7su8z4mmdlkfy66.jpg

ასლან ბაჟანია სოხუმში რამდენიმე დღეში დაბრუნებას აპირებს. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატმა აუდიო-მიმართვა გაავრცელა. ბჟანია აცხადებს, რომ მას ჩვეულებრივი პნევმონია აქვს და მალე სამშობლოში დაბრუნდება. დე ფაქტო კანდიდატი 2 მარტს სოჭში შეუძლოდ გახდა და კრასნოდარის კლინიკაში მოათავსეს. გავრცელდა ცნობა, რომ ექიმებმა მას მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს, რასაც სოხუმში მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მოყვა.

საბოლოოდ კი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ ბაჟანიას სამედიცინო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საუბარია, რომ მას ფილტვების ანთება აქვს. ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტშია დაგეგმილი. 

 


close დახურვა