logo
ENG



ატოცისა და ზემო ნიქოზის მიმდებარედ საოკუპაციო ხაზის გავლება გრძელდება

14 სექ 202019:23
3 წუთის საკითხავი
clock 840
ატოცისა და ზემო ნიქოზის მიმდებარედ საოკუპაციო ხაზის გავლება გრძელდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მხრიდან საოკუპაციო ხაზის გავლების უკანონო სამუშაოები გრძელდება.

უწყების ცნობით, მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები, ასევე გააქტიურებულია "ცხელი ხაზი".

"საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა "ცხელი ხაზი". ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები.

უსაფრთხოების გარემოს დაზიანების კუთხით, საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯები, კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ასევე,  ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდებზე",-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.


close დახურვა