სოთბის აუციონზე, ჯონ ლენონის სათვალე, რომელიც მუსიკოსის იმიჯის სიმბოლოდ იქცა,153 ათას დოლარად გაიყიდა. ლედენდარული მუსიკოსის მწვანე სათვალე მის მძღოლს ეკუთვნოდა. ალან ჰერინგის განცხადებით, 1968 წელს ჯონ ლენონს ეს სათვალე მანქანაში დარჩა. აღმოჩნდა რომ მას ერთი მინაც და ყურიც მომძვრალი ჰქონდა. ამიტომ ლენონს მისი შეკეთება შესთავაზა. თუმცა მუსიკოსმა მძღოლს სათვალე აღარ გამოართვა. მძღოლმა ის ხელუხლებელი დატოვა და წლები ინახავდა. ჯონ ლენონის სათვალის ახალი მფლობელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
აუქციონზე, ჯონ ლენონის სათვალე გაიყიდა
16 დეკ 201914:31
3 წუთის საკითხავი