logo
ENG



აფგან მუხთარლი თავისუფალია

18 მარ 202010:12
3 წუთის საკითხავი
 

აბგან მუხთარლი თავისუფალია. აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა საპატიმრო გუშინ  დატოვა. პატიმრობის დარჩენილი ვადის პირობითი სასჯელით შეცვლის გადაწყვეტილება ბაქოს სასამართლომ მიიღო. გათავისუფლებიდან მალევე მუხთარლი გერმანიაში გაემგზავრა. ბერლინის აეროპორტში მას ცოლი და შვილი დახვდა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2017 წლის მაისში თბილისიდან ბაქოში გაიტაცეს და დააპატიმრეს. მას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მომხდარს ჟურნალისტის ცოლი ლეილა მუსტაფაევა სოციალურ ქსელში გამოახმაურა და თქვა, რომ აზერბაიჯანის ციხეებში კვლავ 100-ზე მეტი პოლიტპატიარი რჩება. 


close დახურვა