logo
ENG



აფეთქება ბენზინგასამართ სადგურზე - არიან დაშავებულები

07 დეკ 201917:59
3 წუთის საკითხავი
 
3hfpgh8zes944ul.jpg

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. როგორც "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქებამ სადგურზე ხანძარი გააჩინა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, ბენზინგასამართი სადგურის „სენტა“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა აფეთქება. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და დაიწყო ხანძრის ქრობა. ძლიერი ცეცხლი და დაკვამლიანება ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარედ არსებული მაღაზიის 2 ოთახში იყო გავრცელებული. მეხანძრე-მაშველებმა სადგურის აფეთქებისა და ცეცხლის ფართო მასშტაბებზე გავრცელების საფრთხე დაუყოვნებლივ აღკვეთეს. მომხდარის შედეგად დაშავდა 5 პირი, მათ შორის - 1 ქალი, 1 არასრულწლოვანი და 3 მამაკაცი, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 45-მდე მეხანძრე-მაშველთან ერთად, მობილიზებული იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები", - აცხადებენ უწყებაში. 


close დახურვა