აფეთქებების სერია და ერთმანეთის მსგავსი დანაშაული თვეების ინტერვალით. გამთენიისას ყოფილი რწმუნებულის სახლში ხელყუმბარა ისროლეს, აფეთქებას ჯემალ ნიაზოვი საკუთარ ძმას უკავშირებს. საპირისპირო ბრალდებები აქვს მურად ნიაზოვს. მხარეები ბიზნესთან დაკავშირებულ დაპირისპირებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ კაბალში ეჭვი აქვთ, რომ მომხდარი იმ აფეთქების გაგრძელებაა, რომელიც ოქტომბერში ნიაზოვების ნათესავების სახლში მოხდა, ამ საქმეზე კი ახლაც ეძებს პოლიცია ჯემალ ნიაზოვის შვილს.
აფეთქება კაბალში
23 თებ 202220:45
3 წუთის საკითხავი