logo
ENG



აფხაზეთიდან გადმოსვენებული, 1990-იანებში დაკარგული მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

16 ნოე 202320:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/16/lxrcltb4nwaobpq.jpg

სამების ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იან წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და სამოქალაქო პირების პანაშვიდი გაიმართა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან 20 იდენტიფიცირებული პირის, მათ შორის, 14 მებრძოლის ნეშტები გადმოასვენეს. 5 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს, 15 კი, ოჯახის გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე.

"2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობით, ორი საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის შემდეგ, რომელთაგან ერთი - 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტთან, ხოლო მეორე - 90-იანი წლებისა და 2008 წლის ცხინვალის რეგიონში წარმოებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ფუნქციონირებს, სულ მოძიებულია 601 ნეშტი, რომელთაგან 263 ოჯახებს უკვე გადაეცათ.

დღეისათვის, 2029 სამხედრო და სამოქალაქო პირი ჯერაც ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, რომელთა მოძიების, იდენტიფიცირებისა და ოჯახებისთვის გადაცემისთვის ჰუმანიტარული საკოორდინაციო მექანიზმი მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

close დახურვა