logo
ENG



აფხაზეთის ე.წ. პრემიერი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს

18 იან 202115:11
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/18/pe475etazctoara.png

აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრი ალექსანდრე ანქვაბი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ფილტვის ხელოვნური ვინტილაციის აპარატზე შეაერთეს. ის რუსეთის ერთერთ კლინიკაში მკურნალობს.

მედიის ცნობით, ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მათივე ინფორმაციით, მას ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და წამლებით გამოწვეული ჰეპატიტის ნიშნები აქვს.

ანქვაბს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა, 5 იანვარს ის გუდაუთის საავადმყოფოში მოათავსეს, სამი დღის შემდეგ კი მისი მოსკოვში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.


close დახურვა