logo
ENG



აფხაზეთის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე ექვსი აქტივისტი დააკავეს

12 აპრ 202111:53
3 წუთის საკითხავი
 

აფხაზეთის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე 6 აქტივისტი დააკავეს. 

აქტივისტები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ხუთ დღიანი კარანტინის გაუქმებას ითხოვენ. 

აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, პოლიციამ მათზე ფიზიკურად იძალადა. 

ოკუპირებული აფხაზეთიდან მდინარე ენგურის გადმოკვეთის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.

დაღუპულებს საოკუპაციო რეჟიმისგან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის ნებართვა ჰქონდათ, თუმცა, ქართული მხარის მიერ დაწესებული კარანტინის გამო სიცოცხლით გარისკეს. 

მდინარე ენგურიდან ამოყვანილი ცხედრები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

გალის მცხოვრებლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა საოკუპაციო რეჟიმმა 1 წლის წინ, მაშინ აუკრძალა, როცა კორონავირუსი გავრცელდა. დამატებით კი საქართველოს ხელისუფლება მათ კარანტინს უწესებს, რაც მდგომარეობას განსაკუთრებით ართულებს.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე მთელ პასუხისმგებლობას მხოლოდ საოკუპაციო რეჟიმს აკისრებს და აცხადებს, რომ "მომხდარმა წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების დანაშაულებრივი არსი". 

 

 


close დახურვა