ოკუპანტები ატოცში ღამის განმავლობაში არ გამოჩენილან. სოფლის ტერიტორიაზე რჩებაიან მოძრაობის „ძალა ერთობაშია" წარმომადგენლები. „ფორმულასთან" საუბრისას დავით ქაცარავამ აღნიშნა, რომ ღამის განმავლობაში ატოცში სიმშვიდე იყო. თუმცა, დაძაბული ვითარება იყო გუშინ მთელი დღის მანძილზე. სოფელში ოკუპანტებმა დაახლოებით 400-ი მეტრი სიგრძის ლითონის ბადეები დაამაგრეს. მათ კონტროლირებად მხარეს აღმოჩნდა სოფლის მცხოვრებლების საძოვრები და ნაკვეთები. ქართველი სამართალდამცველები სამოქალაქო აქტივისტებს სოფელში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. მათ აქცია სოფელ შაქშაქეთში გამართეს.
„არანაირი აქტიური გადაადგილება საოკუპაციო ძალების მხრიდან არ შეინიშნებოდა. ვაგრძელებთ ჩვენს პატრულირებას ატოცში, აქედან არსად არ მივდივართ. თუ პოლიციამ კვლავ არ დაგვიწესა შეზღუდვები, კვლავ ავალთ ზევით და ვიპატრულირებთ იმ პერიმეტრზე, სადაც მოსალოდნელი არის ახალი ბორდერიზაცია,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.
შეგახსენებთ, რომ 20 ოქტომბერს რუსმა სამხედროებმა, ატოცსში საოკუპაციო ზოლი ისევ გადმოწიეს.