logo
ENG



აქტივისტებმა პარლამენტთან „რუსული ფეჩი“ მიიტანეს - არიან დაკავებულები

22 თებ 202113:45
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

ევროპული საქართველოს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პარლამენტთან ე.წ. რუსული ფეჩი მიიტანეს - ამ ფორმით მათ მმართველი პარტიის რუსეთისადმი დამოკიდებულება გააპროტესტეს.

ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების თქმით, ქართული ოცნება რუსეთისადმი არასწორ პოლიტიკას ახორციელებს და ხელს უწყობს ოკუპაციას.

აქტივისტებს სურდათ, დროებით კედელზე წარწერები გაეკეთებინათ, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ერთერთი ორგანიზატორი დააკავეს. 

„ლაშას უნდოდა წარწერის გაკეთება დროებით კედელზე, რაც არ დაანებეს. აიყვანეს და ჩატენეს მანქანაში", - ამბობენ აქტივისტები.

დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით ედავებიან პოლიციელისადმი დაუმორჩლებლობას.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სამართალდამცველებმა ათეულობით სამოქალაქო აქტივისტი და პოლიტიკოსი დააკავეს აქციებზე. მათ ამ ქმედებას უკანონო ზომის გამოყენებას უწოდებს სახალხო დამცველი, ხოლო იურისტები პოლიციელებს კონსტიტუციის დაცვისაკენ მოუწოდებენ.

 


close დახურვა