logo
ENG



აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრდნენ და თავს დაესხნენ

11 ივნ 202411:07
3 წუთის საკითხავი
 

აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს სახლთან ჩაუსაფრნენ და თავს დაესხნენ. ინფორმაციას Facebook-გვერდზე აქტივისტი სალომე ბარკერი ავრცელებს. 

მისი თქმით, ბერძენიშვილს ფიზიკურად სამი ადამიანი გაუსწორდა. 

"შალვა პაპუასის პოსტიდან ერთ საათში რომ ზუკას ჩვენს სახლთან დახვდნენ "აღშფოთებული მოქალაქეები" და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ეს ალბათ უბრალოდ დამთხვევაა.

სამნი იყვნენ, მანქანით ელოდებოდნენ, ზურგიდან მიეპარნენ და მერე გაიქცნენ", - წერს ბარკერი. 

თავდასხმამდე ერთი საათით ადრე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Facebook-პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი ჰყავდა მოხსენიებული. 


close დახურვა