logo
ENG



აქცია ლაგოდეხში - სტიქიით დაზარალებული ოჯახები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ

04 აგვ 202020:29
3 წუთის საკითხავი
 

სტიქიით დაზარალებულმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალის მოსახლეობამ აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მდინარე კაბალის ხევი ჯებირებიდან უკვე მეორედ გადმოვიდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ათეულობით ოჯახში ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა განადგურდა.

სტიქიამ დააზიანა სოფელი მსხალგორიც, ძლიერმა წვიმამ, სეტყვამ და ქარმა სოფელში ათეულობით ოჯახი დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, განადგურებულია ვენახები და ერთწლიანი კულტურები. დაზარალებულები მომხდარში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. მათი თქმით, სანიაღვრე არხები რომ გაწმენდილი ყოფილიყო, ზარალი აღარ დადგებოდა.

სტიქიის ზონაში ევროპული საქართველოს ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატი ჩავიდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ პრევენციული სამუშაოები არ ჩაატარა - მოსახლეობამ ზარალის თავიდან აცილება სწორედ ამიტომ ვერ შეძლო.  

დაეხმარება თუ არა ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს უცნობია. დღეს მთავრობის წევრები სტიქიის ზონაში არ გამოჩენილან.


close დახურვა