![6zk6z2jj26h3gds.png](/uploads_script/news/thumb_6zk6z2jj26h3gds.png)
აქცია ჩატარდა პოლონეთის საელჩოსთან კიევში. დემონსტრანტები პოლონეთში დაკავებული უკრაინელი აქტივისტის გათავისუფლებას ითხოვდნენ და პოლონეთს რუსეთის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდნენ. იგორ მაზური სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე აიყვანეს, როცა ის პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის მიწვევით ვარშავაში მიდიოდა. მაზური მაიდანის მოვლენებისა და დონბასში ომის მონაწილეა. გავრცელებული ცნობით, რუსეთის საძიებო კომიტეტმა მასზე საერთაშორისო ძებნა ჩეჩნეთის ომში ჩადენილი დანაშაულის გამო გამოაცხადა.