logo
ENG



აქცია ქუთაისში - ცხელების ცენტრის მედპერსონალი ხელფასებს ითხოვს

01 ივლ 202015:07
3 წუთის საკითხავი
 

ქუთაისში ცხელების ცენტრის მედპერსონალმა აქცია გამართა. 300-მდე მედიკოსი იმერეთის საკარანტინე ზონებში მუშაობის დროს 4 თვის აუღებელ ხელფასს მოითხოვს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ კარანტინში მუშაობა მათ ურთულეს პირობებში უხდებოდათ. მედიკოსები დახმარებას ჯანდაცვის მინისტრს სთხოვენ.

ამავე დროს მედიკოსები შიშობენ, რომ ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოს დახურვა იგეგმება და 400-ზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩება. 

მედიკოსები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გაგრძელებას გეგმავენ.


close დახურვა