logo
ENG



აქციებზე განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციის გასაზიარებლად სოციალური ქსელი შეიქმნა

12 დეკ 202418:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/12/as41es33mpw9zol.jpg
გიორგი ხელაშვილი

საპროტესტო აქციების დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაზიარებლად ახალი სოციალური ქსელი სახელად MNT შეიქმნა. აღნიშნული ინფორმაცია ამ აპლიკაციის შემქმნელმა, ნიკა შელიამ Linkdin-ზე გაავრცელა.

MNT-ის შემქმნელის თქმით, ამ პლატფორმაზე პირდაპირ მოქალაქეები გაავრცელებენ ინფორმაციას. 

ამასთან, შელიას ცნობით, აპლიკაციაში პოსტის ან ვიდეოს ატვირთვა მხოლოდ კონკრეტულ ლოკაციაზე, მხოლოდ მობილური ტელეფონითაა შესაძლებელი.

"შეიქმნა ქართული სოციალური ქსელი რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს, აქციაზე, პარლამენტთან ან სხვა ლოკაციებზე მომხდარ მოვლენებზე მიიღონ გაუფილტრავი ინფორმაცია, პირდაპირ მოქალაქეებისგან და არა მედია საშუალებებისგან, რომლებიც წლების მანძილზე აშუქებენ დეზინფორმაციას და რუსულ ნარატივს.

პოსტის ან ვიდეოს ატვირთვა აპლიკაციაში მხოლოდ შესაძლებელია კონკრეტულ ლოკაციაზე, მხოლოდ მობილურით. ამით გაიფილტრება ის რუსული/ჩინური ბოტები რომლებიც სხვადასხვა ძალებით ცდილობენ Facebook, TikTok ზე ან X ზე დეზინფორმაციული კამპანიის გავრცელებას ქვეყანაში არსებულ მოვლენებზე. აპლიკაციის კოდი არის სრულიად ღია და ყველას შეუძლია კონტრიბუცია!", - წერს ნიკა შელია LinkedIn-ზე.

 


close დახურვა