logo
ENG



აღმაშენებელზე კაცმა თვითმკვლელობა სცადა - გამოძიება 2 მუხლით დაიწყო

16 ივლ 202019:17
3 წუთის საკითხავი
 
hvxjiiis3jatit8.jpg

თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. 

როგორც "ფორმულას" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) და 236-ე მუხლით (იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს. 

არსებული ინფორმაციით, კაცმა, სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 


close დახურვა