შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, რომ აღმაშენებლის გამზირზე 30 ნოემბერს მომხდარი დაპირისპირების საქმეზე 2 პირი დააკავეს.
ჩხუბის დროს ერთ-ერთმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. ფორმულას ინფორმაციით, ნასვამმა კაცებმა ჩხუბი დაიწყეს კვების ობიექტის მზარეულთან, შემდეგ კი დირექტორთან.
როგორც თვითმხილველებმა ფორმულას უთხრეს, დაპირისპირება დაახლოებით 15 წუთს გრძელდებოდა, თუმცა ადგილზე პოლიცია არ გამოჩენილა.