logo

აღმაშენებლის გამზირზე იტალიურ ეზოში მიშენებას ცეცხლი გაუჩნდა

clock 0 clock 129 clock 14 თებ 202022:49
csnfaixke44pi1k.jpg

აღმაშენებლის გამზირზე, იტალიურ ეზოში ერთ-ერთი სახლის მიშენების ჭერს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა მსუბუქად და მას სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს. ბინაში სულ ორი ადამიანი იმყოფებოდა - მეორე მცხოვრები დაშავებების გარეშე გამოიყვანეს.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. შსს-ს ინფორმაციით, დაიწვა 3 კვ.მ. ჭერი.

ასევე წაიკითხეთ
close დახურვა