ახალი აღმოჩენები ფიჭვნარის სამაროვნებზე - ოქროს სამკაულები და კოლხური კერამიკული შედევრი - საღვინე ჭურჭელი მდიდარი ორნამენტაციით. ქობულეთში ნაპოვნი ნიმუშები ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნით თარიღდება. სამკაულების გარდა ექსპედიციამ უძველესი ჭურვებიც აღმოაჩინა. როგორც არქეოლოგები ამბობენ, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი არტეფაქტის პოვნის მოლოდინი.