logo
ENG



აშშ-ის დაზვერვა: უკრაინაში ბრძოლები ზამთრის პერიოდში შენელდება

04 დეკ 202218:37
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/04/rts7xhz6j6b3b17.png

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ავრილ ჰეინსის განცხადებით, უკრაინაში ბრძოლები ნელდება და ეს სავარაუდოდ ზამთრის მომავალ თვეებში გაგრძელდება.

ამასთან, ჰეინსი ამბობს, რომ რუსეთიც და უკრაინაც შეეცდება მარაგების შევსებას და გაზაფხულისთვის კონტრშეტევისთვის მომზადებას.

მისივე თქმით, ხერსონიდან რუსი ჯარების გაყვანის შემდეგ, შეტევები შენელდა.

"რამდენადაც ჩვენ ვუყურებთ კონფლიქტის ტრაექტორიას, რომელიც გადის მომდევნო რამდენიმე თვეზე, გულწრფელად რომ ვთქვათ, უკვე ვხედავთ კონფლიქტის შემცირებულ ტემპს. ბრძოლების უმეტესობა ახლა ბახმუტისა და დონეცკის ტერიტორიაზეა და ერთგვარად შენელდა რუსეთის გასვლის შემდეგ დასავლეთ ხერსონის ტერიტორიიდან მდინარის აღმოსავლეთით. ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ის, რასაც დავინახავთ უახლოეს თვეებში", - თქვა ჰეინსმა.


close დახურვა