logo
ENG



აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ალ კაიდას ლიდერი, აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს

02 აგვ 202208:17
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის მიერ ავღანეთში, ქაბულში განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად ალ კაიდას ლიდერი, აიმან ალ ზავაჰირი მოკლეს. 

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს 31 ივლისს მოხდა. 

"შაბათს, ჩემი ბრძანებით, აშშ-მ წარმატებული ავიაიერიში განახორციელა ქაბულზე და მოკლა ალ კაიდას ლიდერი, აიმან ალ ზავაჰირი. სამართალი აღსრულდა". - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.  

მისივე განცხადებით, აშშ აგრძელებს გადაწყვეტილების დემონსტრირებას, დაიცვას ამერიკელი ხალხი მათგან, ვინც მათთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. 

"მე შევპირდი ამერიკელ ხალხს, რომ ჩავატარებდით ეფექტურ კონტრტერორისტულ ოპერაციებს ავღანეთში და მის მიღმა. ჩვენ ეს გავაკეთეთ". - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მან ასევე მიმართა ტერორისტებს: 

"რა დროც არ უნდა დასჭირდეს. არ აქვს მნიშვნელობა, სად ცდილობთ დამალვას.
ჩვენ გიპოვით".

71 წლის აიმან ალ ზავაჰირი ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ალ კაიდას ლიდერი იყო. ჯო ბაიდენის თქმით, ის მონაწილეობდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის დაგეგმვაში, რომლის შედეგადაც 2977 ადამიანი დაიღუპა. 


close დახურვა