logo
ENG



აშშ-ის პრეზიდენტს მოწმის დაშინებაში ადანაშაულებენ

16 ნოე 201912:48
3 წუთის საკითხავი
 
68v5nftybgypfsi.png

დონალდ ტრამპს მოწმეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ბრალდებები შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიმართ კონგრესის დაზვერვის კომიტეტში გაისმა, სადაც უკრაინაში ყოფილი ელჩის დაკითხვა მიმდინარეობდა. იმ დროს, როდესაც მარი იოვანოვიჩი ჩვენებას იძლეოდა, დონალდ ტრამპმა ის ტვიტერში გააკრიტიკა. პრეზიდენტმა დაწერა, რომ ყველგან, სადაც იოვანოვიჩი დიპლომატიური მისიით გაიგზავნა, საქმე გაფუჭდა. ტრამპმა მაგალითად მოიყვანა სომალი და უკრაინა, და ისიც აღნიშნა, რომ იოვანოვიჩს პრეზიდენტი ზელენსკიც აკრიტიკებდა. ტრამპის ტვიტები პროცესზე  დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ წაიკითხა და პრეზიდენტის განცხადებები მოწმის დაშინების მცდელობად შეაფასა. 


close დახურვა