logo
ENG



აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინაზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭირა

17 მაი 202312:36
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/17/b5udlwi7d5w2og6.jpg

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომლითაც აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებენ, უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მხარი დაუჭიროს. დოკუმენტი განსახილველად წარმომადგენელთა პალატას გადაეცა.

რეზოლუციის თანახმად, წარმომადგენელთა პალატა მკაცრად გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში; მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში; ხაზს უსვამს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში; მიიჩნევს, რომ არსებობს ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის ცალკეული ლიდერები არიან დამნაშავეები უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულში და ეს მოითხოვს საერთაშორისო საზოგადოების სათანადო სასამართლო გადაწყვეტილებას

აღნიშნული რეზოლუცია პალატაში 31 იანვარს დარეგისტრირდა, რომელიც ორივე პარტიიდან 25-მა კონგრესმენმა წარადგინა.

კომიტეტის წინაშე რეზოლუციის წარდგენისას დემოკრატმა კონგრესმენმა ბილ კიტინგმა აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი ის დოკუმენტია, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც საშინაო, ისე საერთაშორისო ძალისხმევისთვის, რათა რუსეთის მთავრობამ პასუხი აგოს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის.

"მე პირადად მიმაჩნია რომ საერთაშორისო სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ხმათა უმრავლესობით არის შექმნილი, ტრიბუნალს ამ მხრივ ლეგიტიმურობასა და ავტორიტეტს სძენს.

კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ მაკკოლმა აღნიშნა, რომ რეზოლუციის მიღებამდე კონგრესმენებმა უკრაინის გენერალურ პროკურორს მოუსმინეს და პირადად ნახეს რუსეთის დანაშაულები.

"ამიტომაც მიმაჩნია, რომ სპეციალური ტრიბუნალი შესაფერისია", - თქვა მაკკოლმა.


close დახურვა