logo
ENG



აშშ-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილეს ულოცავს

29 აპრ 202112:24
3 წუთის საკითხავი
 
აშშ-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილეს ულოცავს
ფოტო: აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის იუბილეს ულოცავს.

როგორც საელჩოს განცხადებაში ვკითხულობთ, აშშ მიესალმება საქართველოს ძალისხმევას, გააუმჯობესოს თავდაცვის სისტემა და მიუახლოვდეს NATO-ს სტანდარტებს.

„ჩვენ მივესალმებით თავდაცვის ძალების უდიდეს ძალისხმევას გასული 30 წლის განმავლობაში დასავლური თავდაცვის რეფორმების მიღების, ნატოსთან თავსებადობის გაუმჯობესებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით.

ჩვენ ვიხსენებთ 32 დაღუპული და 293 დაჭრილი ქართველი სამხედროს მსხვერპლს ერაყისა და ავღანეთის საერთაშორისო მისიებში და სიამაყით ვუწოდებთ საქართველოს თავდაცვის ძალებს ჩვენს ძმებსა და დებს ბრძოლაში.

მოუთმენლად ველით უსაფრთხოების საკითხებში ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში", - წერია განცხადებაში.

 


close დახურვა