logo
ENG



აშშ-ის სამხედრო ბაზას კენიაში თავს დაესხნენ

05 იან 202012:26
3 წუთის საკითხავი
 
eskoefwvt7ry647.jpg

კენიაში აშშ-ის სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სომალურმა დაჯგუფებამ, „ალ-შაბაბმა“ აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ABC News-ი ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმა მოხდა მანდა ბეის საჰაერო სამხედრო ბაზაზე. აშშ-ის წარმომადგენელი აფრიკაში აცხადებს, რომ ამ საკითხზე ორი ქვეყანა უკვე მუშაობს და მედიას მიაწვდიან საჭირო ინფორმაციას.

ოფიციალური სამხედრო პირები არაფერს აცხადებენ შესაძლო გართულებების შესახებ, რაც შესაძლოა მოჰყვეს სომალური ტერორისტული ჯგუფის თავდასხმას. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენი ამერიკელი სამხედრო პირი იმყოფებოდა თავდასხმის დროს ბაზაზე. 


close დახურვა