logo

აშშ-ის სენატმა ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

26 ივნ 202008:52
3 წუთის საკითხავი
clock 173

შეერთებული შტატების სენატმა ჩინეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა. კანონპროექტი იმ ადამიანებისა და კომპანიების წინააღმდეგ ითვალისწინებს სავალდებულო სანქციების დაწესებას, რომლებიც ჰონგ-კონგისთვის ავტონომიის შესაზღუდად მხარს უჭერენ ჩინეთის ძალისხმევას.

„ჰონგ-კონგის ავტონომიის აქტი" კენჭისყრაზე წარმომადგენელთა პალატაშიც გავა. მისი დამტკიცების შემდეგ კი დოკუმენტს ხელს პრეზიდენტი მოაწერს. 28 მაისს, ჩინეთის პარლამენტმა ჰონგ-კონგისთვის უსაფრთხოების ახალი კანონი დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად ჰონგ-კონგში, ჩინეთის მმართველობის წინააღმდეგ ნებისმიერ სახის ნაბიჯი დანაშაულად ითვლება. 

close დახურვა