CNN- ის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ 226 ხმით 195-ის წინააღმდეგ მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ნავთობსა და გაზთან დაკავშირებული ახალი სანქციების დაწესებას და უკრაინისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენას ითვალისწინებს.
კანონპროექტი ითვალისწინებს რუსეთის ხელმძღვანელობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებას, მათ შორის მსხვილი ბანკების, ნავთობისა და სამთო სექტორის კომპანიების მიმართ.
დოკუმენტი ასევე მოიაზრებს აშშ-ში რუსული წარმოშობის ყველა პროდუქციისთვის 500%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესებას და რუსული ნედლი ნავთობის იმპორტის სრულ აკრძალვას.
კანონპროექტი ასევე მოიცავს უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების აღმოჩენას, მათ შორის იარაღის შესაძენად 8 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესაძლებლობას და სამხედრო დაკრედიტების პროგრამის გაგრძელებას, რომელიც ჯერ კიდევ ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში ამოქმედდა.
