ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა განაცხადა, რომ ავღანელ მოქალაქეებთან დაკავშირებული ყველა საიმიგრაციო მოთხოვნის დამუშავება განუსაზღვრელი ვადით შეწყვიტა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თეთრ სახლთან აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი წევრი მოკლეს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ეჭვმიტანილი ავღანეთიდან აშშ-ში 2021 წელს ჩავიდა.
"ჩვენი სამშობლოს და ამერიკელი ხალხის დაცვა და უსაფრთხოება ჩვენი ერთადერთი ფოკუსი და მისიაა"- ნათქვამია მიგრაციის სამსახურის განცხადებაში.
ვაშინგტონში თეთრი სახლის მიმდებარედ ეროვნული გვარდიის ორ წევრს ესროლეს. ორივე მათგანი საავადმყოფოში დაიღუპა.
მომხდარს გამოეხმაურა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მას საშინელი თავდასხმა და ბოროტების, სიძულვილისა და ტერორის აქტი უწოდა.
ტრამპის თქმით, საჭიროა ყველა იმ უცხოელის ხელახლა გამოკვლევა, რომელიც ქვეყანაში ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შევიდა ავღანეთიდან.
