ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის 12 დიპლომატი გაეროში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ ქვეყნის დასატოვებლად ვადა 7 მარტამდე მისცეს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ რუსმა დიპლომატებმა "ბოროტად გამოიყენეს თავიანთი პრივილეგიები, დაკავებული იყვნენ ჯაშუშობით და ზიანს აყენებდნენ ეროვნულ უსაფრთხოებას".
მათ დიპლომატებს დაზვერვის თანამშრომლები უწოდეს.