logo
ENG



აშშ-მა ორი მსხვილი რუსული ნავთობკომპანია - როსნეფტი და ლუკოილი დაასანქცირა

23 ოქტ 202500:57
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/23/sg62y8aweltkohz.jpg

აშშ-მა ორი მსხვილი რუსული ნავთობკომპანია - როსნეფტი და ლუკოილი დაასანქცირა. ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.

გარდა ამისა, აშშ-მა სანქციები დაუწესა როსნეფტისა და ლუკოილის 34 შვილობილ კომპანიას. 

სახაზინო დეპარტამენტის თანახმად, ახალი სანქციები რუსეთის მხრიდან უკრაინაში ომის დასასრულებლად "სერიოზული ერთგულების ნაკლებობის შედეგია".

დეპარტამენტი აცხადებს, რომ აშშ მზად რის შემდგომი ქმედებებისთვის, თუ რუსეთი არ დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტას და არ შეწყვეტს მკვლელობებს.

"ახლა მკვლელობების შეწყვეტისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის დროა. პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უარის გათვალისწინებით, დაასრულოს ეს უაზრო ომი, სახაზინო დეპარტამენტი რუსეთის ორ უდიდესი ნავთობკომპანიას ასანქცირებს, რომლებიც კრემლის ომის მანქანას აფინანსებენ.

სახაზინო დეპარტამენტი მზად არის შემდგომი ქმედებებისთვის, თუ საჭირო იქნება, რათა მხარი დაუჭიროს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობებს, დაასრულოს კიდევ ერთი ომი.

მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ და დაიცვან ეს სანქციები", - განაცხადეს სახაზინო დეპარტამენტში. 

გასულ კვირას როსნეფტსა და ლუკოილს დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამაც დაუწესა სანქციები. 

დიდმა ბრიტანეთმა განმარტა, რომ "ორივე კომპანია მხარს უჭერს რუსეთის ხელისუფლებას, რადგან საქმიანობენ სტრატეგიულად და ეკონომიკურად მნიშვნელოვან სექტორში".

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, როსნეფტი და ლუკოილი ევროკავშირის შავ სიაშიც მოხვდნენ. 


close დახურვა