ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციით, რუსული კიბერდანაშაულის ჯგუფ - Trickbot-ში შემავალი 11 პირი დაასანქცირა. ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
სასანქციო სიაში მოხვდნენ ადმინისტრატორები, მენეჯერები, დეველოპერები და პროგრამისტები, რომლებიც Trickbot-ს, მის საქმიანობაში ფინანსურ დახმარებას უწევდნენ.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, Trickbot-ს აქვს კავშირები რუსულ დაზვერვის სამსახურებთან და ჯგუფი აშშ-ს სამთავრობო უწყებებსა და ამერიკულ კომპანიებს, კერძოდ საავადმყოფოებს, თავს დაესხა.
COVID-19-ის პანდემიის დროს Trickbot-მა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და აშშ-ში ჯანდაცვის პროვაიდერებზე თავდასხმები განახორციელა.
კიბერკრიმინალები იყენებდნენ ვირუსს ფინანსური მონაცემების მოსაპარად. ჯგუფში შემავალი 11 პირი დასანქცირდა, რის შემდეგაც აშშ-ში მათ კუთვნილებაში არსებული ნებისმიერი აქტივი გაიყინება. გარდა ამისა, სანქციებში მოჰყვებიან ის პირებიც, ვინც ე.წ. შავ სიაში მოხვედრილებთან რაიმე ტიპის ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას.