logo
ENG



აშშ-მა სირიის წინააღმდეგ სანქციების აღსრულების შეჩერება 180 დღით გაახანგრძლივა

11 ნოე 202501:16
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/11/ml6foalt9vcr0oy.png

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაას შეხვდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს სირიის ლიდერის პირველი ვიზიტია ვაშინგტონში.

ცნობილია, რომ ალ-შარაას აშშ-ში ჩასვლის მთავარი მიზანი ვაშინგტონის სანქციების სრული გაუქმება იყო.

პრეზიდენტების შეხვედრის პარალელურად აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ ე.წ. „კეისრის სანქციების“ აღსრულების შეჩერებას 180 დღით გაახანგრძლივებს, თუმცა მათი მთლიანად გაუქმება მხოლოდ აშშ-ის კონგრესს შეუძლია.

ცნობისთვის, ეს აქტი მასშტაბურ სანქციებს აწესებდა ასადის რეჟიმის დროს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.


close დახურვა