logo
ENG



აშშ-მ უკრაინის დასახმარებლად დამატებით $14 მილიარდი გამოყო

10 მარ 202208:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/10/4f1d8z3ablbi6z9.jpg
case.house.gov

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც უკრაინას 14 მილიარდი დოლარით დაეხმარება.

ამ თანხიდან, დაახლოებით 6.5 მილიარდი დოლარი პენტაგონმა გამოყო უკრაინისთვის სამხედრო დახმარებისთვის, დანარჩენი კი სხვა დეპარტამენტებმა ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიზნებისთვის.

ეს დახმარება აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების 2022 წლის ფისკალური დაფინანსების კანონპროექტის ნაწილია.

„მამაცი, თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხი და ჩვენი მოკავშირეები ამ რეგიონში მიიღებენ აუცილებლად საჭირო ინვესტიციებს, რათა ებრძოლონ ვლადიმერ პუტინს და არალეგალურ და ამორალურ რუსულ შეჭრას“ - განაცხადა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ. 


close დახურვა