მხარეები ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის განახლების თაობაზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით ვითარდება და დოკუმენტი შესაძლოა უახლოეს პერიოდში გაფორმდეს. გამოცემა Axios-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაშინგტონი შეთანხმების საჯაროდ გამოცხადებას დღესვე ცდილობს, ხოლო ოფიციალური პირის ცნობით, ირანის ხელისუფლება უკვე დათანხმდა შემოთავაზებულ პროექტს.
საქმე ეხება ირანსა და ომანს შორის მოსამზადებელ 60-დღიან შეთანხმებას. გავრცელებული დეტალების თანახმად, ჰორმუზის სრუტესა და სპარსეთის ყურეში შემმავალი ხომალდები ირანის წყლებით ჩრდილოეთის მარშრუტს გაივლიან, ხოლო გამომავალი გემები — სამხრეთის მარშრუტს, ომანის ნაპირებთან. ამასთან, სადავო მოსაკრებელი, რომლის დაწესებაც ირანს სურს და რასაც აშშ მწვავედ აპროტესტებს, ამ საცდელი პერიოდის განმავლობაში არ იმოქმედებს.
მოლაპარაკებების პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა. მისი თქმით, თუ დიპლომატიური პროცესი ჩაიშლება, შეერთებული შტატები ირანზე მძლავრ დარტყმას მიიტანს, თუმცა ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ სრუტეში მოძრაობა მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების შედეგად აღდგება. ირანის ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა თეირანი ადრე აცხადებდა, რომ კონსულტაციებს ომანთან, აშშ-ის პირდაპირი მონაწილეობის გარეშე აწარმოებდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ნავთობისა და გაზის მიწოდების დაახლოებით 20 პროცენტზე პასუხისმგებელი ჰორმუზის სრუტე თეირანმა მარტის დასაწყისიდან, აშშ-სა და ისრაელის იერიშების საპასუხოდ ფაქტობრივად დაბლოკა. მიუხედავად იმისა, რომ ივნისში მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა, ივლისში ბლოკადა ხელახლა ამოქმედდა და ამჟამად სრუტეზე გამავალი ხომალდების რაოდენობა კონფლიქტამდელ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვა
