logo
ENG



აშშ-ში გამართულ პრაიმერიზში ჯო ბაიდენი იმარჯვებს

11 მარ 202012:03
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ პრაიმერიზში ჯო ბაიდენი იმარჯვებს. დემოკრატებმა  შიდაპარტიული არჩევნები ერთდოულად 6 შტატში გაიმართეს. უკანასკნელი მონაცემებით, მისისიპიში, მისურიში, აიდაჰოსა და მიჩიგანში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დამაჯერებლად ლიდერობს. ბაიდენი იმარჯვებს ვაშინგტონის შტატშიც, სადაც დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების ნაწილმა საკუთარი არჩევანი კორონავირუსის გამო ონლაინ დააფიქსირა.

თავად  ჯო ბაიდენმა გამარჯვება „ თეთრი სახლის ღირსების აღდგენისკენ" გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.  მას მხარი უკვე ღიად დაუჭირეს მხარი  ყოფილმა კონკურენტებმა - მაიკლ ბლუმბერგმა და პიტ ბუტიჯიჩმა.

საბოლოოდ დემოკრატიული პარტია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატს ზაფხულში დაასახელებს. 


close დახურვა