logo
ENG



აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა დადასტურდა

20 მარ 202017:13
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები გამოვლინდა ევროპასა და შეერთებულ შტატებში.  გასული დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში 3 თასით გაიზარდა დაავადებულთა რიცხვი, გარდაცვლილია 31 ადამიანი. მსხვერპლმა ათასს გადააჭარბა ესპანეთშიც, სადაც 20 ათასი ინფიცირებულიდან 1 600 უკვე გამოჯანმრთელდა.

1000-ით მოიმატა დაავადებულთა რიცხვმა შვეიცარიაშიც. იტალიამ კი მსხვერპლის რაოდენობით მეორედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა. კოვიდ 19-ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იტალიაში 3 405-მდეა გაზრდილი. კორონავირუსით დაინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა დადასტურდა შეერთებულ შტატებშიც, სადაც გასული 24 საათის განმავლობაში მსხვერპლი 196 - ამდე გაიზარდა. 


close დახურვა