logo
ENG



აშშ-ში პოლიციელთა მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოსვლებმა ათობით ქალაქი მოიცვა

30 მაი 202017:16
3 წუთის საკითხავი
 

შეტაკებები, დარბევები, დაკავებები და სროლა - პოლიციელთა მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოსვლებმა შეერთებული შტატებში ათობით ქალაქი მოიცვა. აქციები თითქმის ყველგან სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. მინეაპოლისსა და სენტ პოლში კომენდანტის საათი გამოცხადდა. დეტროიტში კი არეულობის დროს სროლას 19 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა.

შეტაკებებით დასრულდა აქციები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონშიც. თეთრ სახლთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალოვნებმა ცრემლმდენი აირი გამოიყენეს, ადმინისტრაციის შესასვლელები კი დროებით ჩაკეტეს.

ამერიკელები უკვე ოთხი დღეა აპროტესტებენ 46 წლის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას. ფერადკანიანი მამაკაცი სამართალდამცველებს დაკავების დროს შემოაკვდათ. ერთ-ერთ პოლიციელს მკვლელობის მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს, დაკავებული სასამართლოს წინაშე პირველად ორშაბათს წარდგება.


close დახურვა