ამერიკის შეერთებულ შტატებში ტორნადოს შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, რამდენიმე ადამიანი კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ტენესის შტატში სტიქიის შედეგად დაშავდა 30 ადამიანი. ტორნადომ ყველაზე მეტად ქალაქი ნეშვილი დააზარალა. დანგრეულია შენობები, ათობით ათასი ოჯახი კი ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
სტიქიით დაზარალებული ზონის მონახულებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს.