logo
ENG



აშშ: რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის რეალიზებას არ დაუშვებს

28 იან 202213:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/28/owzehmrv8dkxrls.jpg
Nikolai Ryutin / Nord Stream 2

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში აშშ ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის გაზსადენის რეალიზებას არ დაუშვებს. ამის შესახებ გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და პრესსპიკერმა ისაუბრეს.

„მე მინდა ძალიან მკაფიოდ ვთქვა: თუ რუსეთი უკრაინაში რაიმე გზით შეიჭრება ჩრდილოეთის ნაკადი 2 წინ ვერ წავა.

ჩვენ გერმანიასთან ერთად უზრუნველვყოფთ რომ პროექტი არ გაგრძელდეს.“ - განაცხადა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა.

პრაისმა არ ისაუბრა იმ კონკრეტულ დეტალებზე თუ როგორ აპირებს აშშ პროექტის შეჩერებას.

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაზსადენს რუსეთიდან გერმანიამდე ტერიტორია უნდა დაეფარა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ანალენა ბერბოკს პროექტის შეწყვეტაზე არ უსაუბრია თუმცა დაადასტურა, რომ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში პროექტს სანქციები დაემუქრება.

ბერბოკმა გერმანიის ბუნდესტაგის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ დასავლელი მოკავშირეები მუშაობენ ძლიერი სანქციების პაკეტზე, რაც მრავალ ასპექტს, მათ შორის ჩრდილოეთის ნაკად 2-საც ფარავს.

აღსანიშნავია, რომ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან რუსეთიდან დასავლეთ ევროპაში რუსული გაზის ექსპორტის გაორმაგებას ითვალისწინებს.

გაზსადენის მშენებლობას 5 წელი დასჭირდა და პროექტი 11 მილიარდი დოლარი ჯდება.


close დახურვა