შეერთებული შტატები რუსეთს ჩილეში მიმდინარე არეულობასთან კავშირში ადანაშაულებს. სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსეთი სოციალური ქსელებისა და ტროლების დახმარებით ცდილობდა მასობრივ არეულობებზე გავლენის მოხდენას. პომპეოს უწყების წარმომადგენლის თქმით, ჩილეში ნეგატიური განწყობის მხარდასაჭერად რუსული აქტიურობის მკაფიო ნიშნები არსებობს. მასშტაბური საპროტესტო აქციები ჩილეში ორი კვირის წინ დაიწყო. მიზეზი მეტროს ბილეთებზე ფასების მატება გახდა. არეულობებს 18 ადამიანი ემსხვერპლა. ჩილეს ხელისუფლება იძულებული გახდა ორი საერთაშორისო ფორუმის მასპინძლობაზე უარი ეთქვა.
აშშ რუსეთს ჩილეში მიმდინარე არეულობასთან კავშირში ადანაშაულებს
01 ნოე 201913:47
3 წუთის საკითხავი