logo
ENG



აშშ უკრაინას $300 მლნ-ის სამხედრო დახმარებას უგზავნის

02 აპრ 202211:31
3 წუთის საკითხავი
 

აშშ უკრაინას $300 მლნ-ის ღირებულების სამხედრო დახმარებას უგზავნის.

დახმარების ეს პაკეტი მოიცავს ლაზერული მართვადი სარაკეტო სისტემებს, ტაქტიკურ დრონებს, ჯავშანტრანსპორტიორებს, ღამის ხედვის სათვალეებს, ტყვიამფრქვევებს და სამედიცინო აღჭურვილობას.

რუსეთის შეჭრიდან ამ დრომდე აშშ-მ უკრაინას $1.6 მილიარდის დახმარება გაუგზავნა. 

გარდა ამისა, 1-ლ აპრილს აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის და ბელარუსის თავდაცვის უწყებების, კოსმოსური და საზღვაო სფეროს 120 წარმომადგენელს. 

"ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებამ უკრაინაზე თავდასხმის შესახებ მოახდინა რუსეთის და მისი ეკონომიკის იზოლირება მსოფლიო ვაჭრობისგან. დამატებითი სანქციები აღრმავებს ამ იზოლაციას". - თქვა აშშ-ის სავაჭრო მდივანმა, ჯინა რაიმონდომ.


close დახურვა