logo
ENG



აშშ უკრაინისთვის 6.4 მილიარდი დოლარის გამოყოფას გეგმავს

26 თებ 202203:40
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/26/lwle22nw8qjaw2t.jpg

თეთრმა სახლმა კონგრესს უკრაინისთვის 6.4 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით მიმართა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს უკრაინის მხარდაჭერის პაკეტი უკვე გადაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, ბაიდენის ადმინსტრაცია გეგმავს, რომ 2.9 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარულ დახმარებაზე დახარჯოს, ხოლო 3.5 მილიარდი სამხედრო დახმარებაზე.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. თვალი ადევნეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აქ - რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო - განახლებადი.

 

 

 


close დახურვა