აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი კოვიდ სასტუმროში იყო მოთავსებული, რადგან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.
უწყების ცნობით, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლიაა.
"კორონავირუსი დაუდასტურდა 10 ოქტომბერს, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა კოვიდ სასტუმროში.
პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ", - აცხადებენ სამინისტროში.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 14 440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 კი გარდაიცვალა.