აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები და ალტერნატიული პროფკავშირის წევრები პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდნენ. სოფიო კილაძეს ისინი ტელევიზიაში არსებული ვითარების შესახებ ესაუბრნენ.
კილაძესთან შეხვედრამდე, არხის ყოფილმა თანამშრომლებმა და ალტერნატიული პროფკავშირის წევრება პრობლემები ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან განიხილეს. აჭარის ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომლებმა ტელევიზიაში არსებულ კრიზისსა და არხის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით დაწყებულ პროცესებზე ისაუბრეს. არხის გენერალური დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ სამი სარჩელი მზადდება.
ტელეკომპანიიდან გათავისუფლებული თანამშრომლების უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი დაიცავს.