logo
ENG



აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები სახალხო დამცველს ხვდებიან

05 დეკ 201913:35
3 წუთის საკითხავი
 
9u3dzbwamlqhx32.jpeg

ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტები სახალხო დამცველს ხვდებიან. ნინო ლომჯარია საუბარს ტელევიზიის ახლადარჩეულ დირექტორთანაც აპირებს.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე 22 ნოემბერს დაინიშნა. უკვე 25 ნოემბერს მაუწყებელი მედიამენეჯერმა მარინა ვაშაყმაძემ და ტელევიზიის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ დატოვეს. კოხრეიძემ თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელიც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა.

სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე, თვალთვალსა და შანტაჟზე საუბრობენ ტელევიზიის სხვა თანამშრომლებიც. 


close დახურვა