logo
ENG



აჭარის ტელევიზიის დირქტორმა ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე ქუთაისში არარსებულ ბიუროში გადაიყვანა

24 მარ 202011:16
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის ტელევიზიის დირექტორმა კორესპონდენტი თეონა ხარაბაძე ქუთაისში, ამ ეტაპისთვის არარსებულ ბიუროში გადაიყვანა. ხარაბაძე "ფორმულასთან" საუბრისას ყვება, რომ მისთვის უცნობია რა ტიპის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სამაუწყებლო კომპანიას ქუთაისიდან. ჟურნალისტი რეგიონში მის გადასვლას სარედაქციო კოლეგიიდან ჩამოშორებას უკავშორებს და აღნიშნავს, რომ გიორგი კოხრეიძესთვის მისი კრიტიკა ახალ მენეჯმენტთან და სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეებთან დაკავშორებით მიუღებელია. ფორმულა ნიუსი გიორგი კოხრეიძესთან დაკავშორებასაც შეეცადა, თუმცა მან ინტერვიუზე უარი განაცხადა.

„მაბრუნებენ ქუთაისში ისე, რომ არ ვიცი ქუთაისში რა მხვდება. არ მეყოლება ოპერატორი და ქუთაისიდან უნდა მივაწოდო მაუწყებლის ვებს და რადიოს ინფორმაცია. ხშირად გამოვთქვამდი კრიტიკას ახალ მენეჯმენტთან დაკავშირებით ღიად ვსაუბრობდი სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეებზე და მე ვფიქორბ, რომ ეს არის გარკვეულ წილად ჩემი დასჯა, ჩამოშორება ახალი ამბების რედაქციისგან“,-განაცახდა თეონა ხარაბაზემ.

 


close დახურვა